logo
ENG



„და ჩვენ ვიცეკვეთ" - ფილმის პრემიერას „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებიც დაესწრებიან

08 ნოე 201907:42
3 წუთის საკითხავი
 
z5b08i5bo2k0ee2.png

ბოლო დროის ყველაზე გახმაურებული ქართული ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა დღეს გაიმართება. ფილმის სეანსები თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებში საღამოს რვის ნახევარზე დაიწყება. რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის ქვიარ თემატიკაზე შექმნილი დრამის ჩვენება და რამდენად იქნება პრემიერაზე მისული მაყურებლის უსაფრთხოება დაცული - რადიკალური და ჰომოფობიური ჯგუფები სეანსების ჩაშლით იმუქრებიან. 

როგორც „ფორმულას" კინოთეატრ „ამირანის" მარკეტინგის დირექტორმა გვანცა გარმელიამ განუცხადა, სეანსების მშვიდობიანად ჩატარებისთვის დამატებით უსაფრთხოების ზომებია მიღებული.

„ყველა კინოთეატრის შეთანხმებული გადაწყვეტილებით მივიღეთ დამატებითი უსაფრთხოების ზომები. ასევე ვითანამშრომლებთ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. „და ჩვენ ვიცეკვეთ" ყველა სეანსი ისე ჩაივლის, როგორც იყო დაგეგმილი. უბრალოდ გავათავისუფლეთ წინა სეანსები, რომ ჩვენი დაცვის სამსახურმა უფრო ეფექტურად შეძლოს მუშაობა," - განაცხადა გარმელიამ. 

ღონისძიებაზე მისვლას აპირებენ „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებიც. „თბილისი პრაიდის" ორგანიზატორი თაზო სოზაშვილი იმედოვნებს, რომ პროცესს აქტიურად დააკვირდება სახალხო დამცველი.

„თბილისი პრაიდის" ჯგუფი იქნება მობილიზებული და დაამონიტორინგებს სიტუაციას. აქტიური ურთიერთობა გვექნება როგორც საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ისე საქართველოში წარმოდგენილ დიპლომატიურ კორპუსთან და ასევე სახალხო დამცველთან და მოლოდინი გვაქვს, რომ ის აქტიურად დააკვირდება პროცესებს," - განაცხადა სოზაშვილმა.

 


close დახურვა